12 ივნისიდან ქართული გადამზიდავი Express Batumi ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლას განაახლებს. აღნიშნულ მარშრუტზე „კომეტა“ თავდაპირველად კვირაში ერთ რეისს განახორციელებს და ერთდროულად 114 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 5-6 საათია და რეისები ბათუმიდან სოჭის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხოლო სოჭიდან ბათუმის მიმართულებით კი ყოველ სამშაბათს განხორციელდება. თუმცა მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში Express Batumi სიხშირეების დამატებასაც გეგმავს.
ერთი მგზავრის გადაყვანის ღირებულება (ერთი გზა) შესაბამის ვალუტაში (ლარი, რუბლი) 100 დოლარის ეკვივალენტია.