დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის ფარგლებში, დიდი შვიდიანის შეხვედრის წინ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ლიბიის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გრძელვადიანი შედეგის მიღწევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა მიაწოდა.
"დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაატარა ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან. მან ხაზი გაუსვა, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტილება ლიბიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა დაინტერესებული მხარე შეთანხმდება“ - განაცხადა სანდერსმა.
მათ ასევე განიხილეს სირიის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის საკითხები.
ლიბიაში ეხლა ორმხრივი ხელისუფლება მეფობს. ქვეყნის აღმოსავლეთს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მართავს, ხოლო დასავლეთს გაეროსა და ევროპის მხარდაჭერითი ფორმირებული ხელისუფლება.