არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია.
„ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არ მგონია, რომ დაიკარგოს“, – განაცხადა მერაბ მორჩაძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედბის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ ერთი პირი დააკავა.
"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს", - აცხადებენ უწყებაში.