"Brexit"-ის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიემ ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მიიღებს არანაირ უპირატესობას და შეღავათს ევროკავშირიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანა გავა თანამედგობრობიდან.
ბარნიემ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნებს პარადოქსული უწოდა.
მისი თქმით, ბრიტანულ დოკუმენტებში არსებობს სტატუს-კვოს მოთხოვნა. ქვეყნის გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირის შემადგენლობა, შეუთავსებელია იმასთან, რომ მან შეინარჩუნოს წევრობის ყველა უპირატესობა.
„ჩვენ ვამბობთ რომ უპირატესობები მათთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ეს არის მათივე გადაწყვეტილების შედეგი, დატოვონ ევროკავშირი“ - აცხადებს ბარნიე.