მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ეგნათიას ავტომაგისტრალზე საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
გარდაცვლილია ექვსი არალეგალი მიგრანტი. მათ შორის სამი ბავშვია. ათმა ადამიანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. იუწყება ადგილობრივი სააგენტო.
დღეს დილით მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი გადაყრიავდა გვირაბიდან გასვლისათანავე ქალაქ კავალას მახლობლად. ავტომობილი გადავარდა ბარიერებიდან და კლდეზე დაეცა.
სამი ბავშვის მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე. სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილში იყვნენ მიგრანტები ირანიდან.