პრემიერ-მინისტრა მთავრობის სხდომაზე ტურისტების უპრეცედენტოდ გაზრდილ რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადრება და აღნშნა, რომ ტურიზმის მზარდი ტენდენციები ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ჩვენ გვინარჩუნდება ის პოზიტიური ზრდა რაც შარშან გვქონდა და მიმდინარე წლის 5 თვეში 23.5%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, რაც დამერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, 28.4%-იანი ზრდა განიცადა 4 თვის განმავლობაში”, განაცხადა პრემიერმა.