თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ერთ-ერთი პირი, რომელიც მოკლული არასრულწლოვანის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.