განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ 27 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
გვარამიამ კურსდამთავრებულები "რუსთავქალაქობაზე" დააჯილდოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, რუსთავში 27 ოქროსა და 87 ვერცხლის მედალოსანია.
აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოს მასშტაბით 2007 წელს ოქროს მედალზე სკოლა 452 მოსწავლემ, ვერცხლის მედალზე კი 902 მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაც მედლები უახლოეს მომავალში გადაეცემათ. რაც შეეხება გასულ, 2008 წელს, კურსდამთავრებულთა შორის 671 ოქროს, ხოლო 3 151 ვერცხლის მედალოსანია.