იმისათვის, რომ დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი არჩევნებში დაამარხოს, პროვოკაციებს იგნორირება უნდა გაუწიოს და თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ნეიჯელ ფარაჯმა განაცხადა.
„წინასაარჩევნო დებატებზე უნდა მიმართო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც თავიანთ ოთახებში ტელევიზორში გიყურებენ და არ უნდა ლანძღავდე ოპონენტებს. ოპონენტმა თვითკონტროლის უნარი არ უნდა დაგაკარგინოს,“-აღნიშნა ფარაჯმა.