საბურთალოს რაიონის გამგეობა, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე, საყრდენი კედლების მშენებლობას აგრძელებს. ამჟამად, სამუშაოები ნუცუბიძის ქუჩის 14ბ-სთან მიმდინარეობს, სადაც საყრდენ კედელთან ერთად კიბე ეწყობა.
სამუშაოები დასრულებულია ნასიძისა და ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე, სადაც მშენებლობის დაწყებამდე არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს. კედელზე დამონტაჟდა მოაჯირები და მოასფალტდა მიმდებარე ტერიტორია.
საყრდენი კედელი აშენდა ლიხაურის 45ა-სთანაც, სადაც ასევე იშლებოდა ფერდი და მიწა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში იყრებოდა, რაც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.
საყრდენი კედელი მოეწყო ფანასკერტელის N20ა-სთანაც, სადაც მანამდე ასფალტი დაიგო კორპუსის შიდა ეზოსა და მისასვლელ გზაზე.