დღეს 29 სექტემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აფხაზეთის კულტურის დღეების საზეიმოდ დახურება. დახრუვის ცერემონიალში მონაცილეობას მიიღებს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, 28-29 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ხსოვნისადმი მიძღვნილი კულტურის დღეები გაიმართა, სადაც მონაწილეობა 140-ზე მეტმა ხელოვანმა მიიღო.
28 სექტემბერს, ქუთაისის საგამოფენო დარბაზში, კულტურის დღეები აფხაზეთის მხატვრების გამოფენით გაიხსნა, სადაც როგორც ცნობილი ისე ახალგაზრდა 23 მხატვრის 50-მდე თანამედროვე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი. გამოფენის დასრულების შემდეგ აფხაზეთის სახელოვანი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის დამსახურებულმა არტისტმა, ღირსების ორდენის კავალერმა, მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძემ.
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში კი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „ეწერში მდგარი თხმელა" კ. გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით. იმავე დღეს, წყალტუბოს კულტურის ცენტრში „ივერია", სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, წარმოადგინა სპექტაკლი „გამარჯობა, სოხუმო" ნ. დუმბაძისა და გ. ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით