იგორ კოკოშკოვის გუნდმა მეოთხე ტურის მატჩი 86:67 წააგო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე იყო,რომელმაც 17 ქულა მოიპოვა.
ტომაშ სატორანსკიმ კი 16 ქულა დააგროვა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უნგრეთმა პორტუგალიას 65:52 სძლია. ამ დროისთვის პირველ-მეორე ადგილს 7-7ქულით ჩეხეთი და უნგრეთი ინაწილებენ. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს საქართველოს საკალთბურთო ნაკრები თბილისში, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 24 აგვისტოს ჩატარდება.