სტიქიის ზონაში უკვე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ასევე ფინანსთა სამინისტროს ხელმღვანელი ნოდარ ხადური და გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. მთავრობის წევრები ადგილზე შექმნილ საგანგებო ვითარებას გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ დევდორაკის ხეობაში მეწყერი საღამოს ჩამოწვა, რის გამოც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები