სერგეი ტიგიპკოს მეუღლის , ვიქტორია ტიგიპკოს ფონდმა TA Venture მორიგი კაპიტალდაბანდება ახალი ონლაინ მაღაზიის გახსნაში დააბანდა. Pufetto მხოლოდ ავეჯის რეალიზაციაზეა ორიენტირებული.
როგორც ცნობილია მიმდინარე წელს TA Venture-მ 5 მლნ დოლარი ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზიის გახსნაში დააბანდა, სადაც ტანსაცმელი და ყოველდღიური მოხმარების საგნები ივაჭრება.
როგორც ცნობილია, Pufetto.com-ში სამომავლოდ დამატებითი თანხების დაბანდება ისევ იგეგმება. როგორც უკრაინული მედია წერს საიტი მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ მყისიერად ხდება ყველა გადასახადის დაანგარიშება და მომხმარებელმა უკვე წინასწარ იცის თუ რა დაუჯდება მთლიანობაში შეკვეთილი ნივთი.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ტიგიპკო ყველაზე მდიდარ უკრაინელთა რეიტინგში შედის. როგორც რამდენიმე თვის უკან Forbes-ი წერს მისი ქონება 1,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
მასალის გამოყენების პირობები