"საქართველოს ფოსტამ" საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს "ჯორჯიან კარგო"- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელი გახლავთ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია. კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, "საქართველოს ფოსტაში", რომლის ძირითად ფუნქციას საქ...
იუნესკომ ლივერპულის პორტს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოართვა, ვინაიდან, ორგანიზაციის განცხადებით, დაწყებული მშენებლობის გამო მან "შეუქცევადად დაკარგა უნიკალური თვისებები", რომელიც მის ღირებულებას წარმოადგენდა, როგორც XVIII-XIX საუკუნეების სავაჭრო პორტის განვითარების მაგალითი. აღ...
4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა დ...
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“-ის მასპინძლობისთვის ემზადება. წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე, სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის. თავდაცვის სამინ...
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის დელტა შტამი მომდევნო თვეების განმავლობაში ვირუსის ძირითადი ტიპი გახდება მსოფლიოში. "მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად მოიპოვებს უპირატესობას სხვა ვარიანტებზე და მომდევნო თვეებში დომინანტური გახდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხი...
გლდანის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. რაიონში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური ქუჩების, ასევე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჯერად, ასფალტის საფარი წყალსადენის ჩიხში იგება. კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის ორი ფენა საფარი 1 500 კვადრატულ...
21 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0950 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0962 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა. &...
რაც შეიძლება ფისკალური პოლიტიკით ფინანსთა სამინისტრომ გააკეთოს ინფლაციის კლებისთვის, კეთდება - ვამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, დღეს ინფლაციი...
ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორები ქვეყნების დროშის ან სხვა სიმბოლკის შებღალვისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის"...
გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. "მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმ...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კორექტირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე" გადამუშავებული ...
გერმანიის ხელისუფლებამ, წყალდიდობის ზონაში, სადაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაიკარგა, გადარჩენილების პოვნის იმედი დაკარგა. "ამ დროისათვის ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ უკვალოდ დაკარგულებს გზის გაწმენდის ან სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის პროცესში. მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, სავარუდო...
„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი", აცხადებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, მისთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის. "პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამა...
გავლენიანი ამერიკული გამოცემები Bloomberg-ი და Wall Street Journal-ი იუწყებიან, რომ რუსულ გაზსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს. გავრცელებული ცნობით, შეთანხმების დეტალებს მხარეები უახლოს ხანებში გაასაჯაროვებენ. ბერლინისა და...