პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას.
სოლიდარობის, აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან მიწაზე დაწვნენ, ზურგს უკან თეთრი ლენტით შეკრული ხელებით. სწორედ ამ მდგომარეობაში იპოვეს ბუჩას მკვიდრთა მრავალი ცხედარი მას შემდეგ, რაც რუსულმა არმია ქალაქი დატოვა.