პირველ ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია. ეს არის მთავარი კითხვა, აკეთებს თუ არა ქვეყანა ყველაფერს, რაც შეუძლია, – ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
ლანდსბერგისის თქმით, მისი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
შეკითხვაზე, რა უნდა იყოს გზავნილი ნატო-ს პარტნიორებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, რომელიც ასევე ესწრება მინისტერიალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:
"მე ვიცი, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი მეგობარი და საქართველოს მოკავშირე ისურვებდა, რომ საქართველოს გაეძლიერებინა დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - განაცხადა ლანდსბერგისმა.