ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭო განიხილავს მხარდაჭერის გაძლიერებას პარტნიორებისადმი, რომლებიც რუსეთის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომამდე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს.
"მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან სასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, მათ, ვისაც სჯერათ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა. უკეთესია მათი მხარდაჭერა მოხდეს მალე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არის ის, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება სხვა პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა", - თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც ესწრება.