დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, ლონდონი რუსეთის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს.
სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტისა და რუსეთის ფედერაციიდან ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.
გარდა ამისა, სანქცეიბი უწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკ "სბერბანკს" და მოსკოვის საკრედიტო ბანკს.
ამავდროულად, გაფართოვდა ლონდონის მიერ სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეთა სია და დაემატა 8 ფიზიკური პირი (ოლიგარქი):
სერგეი ივანოვი ("ალროსა")
ანდრეი აკიმოვი ("გაზპრომბანკი")
ალექსანდრე დიუკოვი ("გაზპრომნეფტი")
სერგეი კოგოგინი ("კამაზი")
ანდრეი გურიევი ("ფოსაგრო")
ვიაჩესლავ კანტორი ("აკრონი")
ლეონიდ მიხელსონი ("ნოვატეკი") ბორის როტენბერგი.
ამასთან, ლონდონი პირობას დებს, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს.
ცოტა ხნით ადრე, რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა.