შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქონების დიდი ნაწილია, შესაძლოა, პუტინის ქალიშვილების სახელზე იყოს რეგისტრირებული.
პუტინი ოჯახზე საჯაროდ არ საუბრობს. ყოფილი მეუღლის ლუდმილა პუტინისგან მას ორი ქალიშვილი ჰყავს - მარია ვორონცოვა და ეკატერინა ტიხონოვა. უცნობია ჰყავს თუ არა პუტინს სხვა შვილები.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სანქციები უწესდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალიშვილს.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე აპირებს, ხელი მოაწეროს აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთში ახალი ინვესტიციების აკრძალვის შესახებ.
სანქციები ასევე უწესდება რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს "სბერბანკს" და "ალფაბანკს".
ამასთან, სანქციები დაუწესდა კრიტიკულად მნიშვნელოვან რუსულ სახელმწიფო საწარმოებს. ამ საწარმოების ჩამონათვალს აშშ-ის საზახინო დეპარტამენტი 7 აპრილს წარადგენს.