"საქსტატი" 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი III კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 203,0 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 7,5 პროცენტ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მწუხარებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს. "ეს დიდი დანაკარგია მსოფლიოსთვის და ყველა ჩვენგანისთვის, საქართველო ყოველთვის მადლიერი იქნება მისი მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია facebook-ის გვერდზე გა...
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ბაქრაძემ ყველა პარტიას მოუწოდა შეიკრიბონ მასთთან კაბინეტში და დაჩქარებული რეჟიმით გადაწყვიტონ დეპუტატების გაზრდა-არ გაზრდის საკითხი პარლამენტში. "არსებობს ერთი საკითხი, რომელზეც გაურკვ...
ამერიკელი კონკრესმენების მიერ მიღებულ დოკუმენტს საქართველოში აშშ-ის ელჩი ეხმიანება. ჯონ ბასის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ იგი დეტალურად არ იცნობს ამ დოკუმენტს, მიესალმება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. "ამ დოკუმენტის საბოლოო ვერსია ნანახი არ მაქვს....
გამოძიება 14 წლის თორნიკე კალანდარიშვილის გარდაცვალების ფაქტს იძიებს. შემთვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მოხდა. მოზარდი ტყეში მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს, იქვე სანადრიო თოფიც ეგდო. გამოძიებისთვის ჯერჯეობით დაუდგენელია ვის ეკუთვნის იარაღი. ოჯახის თქმით მოზარდი სანადიროდ პერიოდულად დ...
ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვან ტაძარს განადგურება აღარ ემუქრება. ძეგლის ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით, სპეციალისტებმა, ახლად შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, 2012 წელს განსახორციელებელი ფიზიური სამუშაობის მეთოდოლოგია უკვე განსაზღვრეს. დღეს, 19 დეკემბერს,...
ზემო ფონიჭალაში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა. ავარია რუსთავი-მარნეულის გზის გასაყართან გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და შეშით სავსე სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილთაგან ერთი 14 წლის ბიჭია, შემთხვევას 70 წლის ასაკის ქალი და შუახნის მამაკაციც ემსხვერ...
დღეს19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე მხოლოდ 4 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ის ტილოები, რომლებიც აქამდე მხოლოდ კერძო კოლექციებში ინახებოდა, მათ შორის ნამუშევრები, რომლებიც არასდროს ყოფილა გამო...
დღეს, 19 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი ეწერება "ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას. დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმ...
დღეს, 19 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემაა "2011 წლის ეკონომიკური ზრდის (მთლიანი შიდა პროდუქტი) III კვარტალის წინასწარი მონაცემები".
დღეს, 19 დეკემბერს, 11:00 საათზე ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საია საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევას წარუდგენს. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება. კვლევის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პ...
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მოერემ საქართველოს ეკლესია საკვირველმოქმედ წმინდანს სამფარველოდ გადასცა. წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ...
ევროპის ქვეყნების ლიდერები ჩეხეთის ექს-პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ევროპა ვალშია ვაცლავ ჰაველის წინაშე, რომელმაც „თავისი ცხოვრება ადამიანის თავისუფლებისათვის ბრძოლას მიუძღვნა". „არავის, ჩემი თაობოდან, შეუძლია დაივიწყოს 20 წლის წ...
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ხმა და ძალა ჩვენი ხმის დასაცავად. ეს არის მთავარი სტრატეგია რაც ექნება „ქართულ პარტიას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ყრილობის დასრულების შემდეგ "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მთავარი ამოცანა, ახლა არჩე...
ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში მწერლის ფოტოალბომის პრეზენტაცია და უნიკალური ხელნაწერების გამოფენა მოეწყო. საღამოზე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები, ხელნაწერები და ფოტოები გამოიფინა. პრეზენტაციას მწერლები, გამომცემლები, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და ვაჟა-...