,,ოქრუაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების' ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების საპასუხოდ.
,,ოქრუაშვილთან დაკავშირებით თუ რაიმე სამართლებრივი კითხვა არსებობს ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ის, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკურად დევნილია, ჩემი აზრით, ეს მართლაც ესეა, მაგრამ თუ რაიმე კითხვებია სამართლებრივი კუთხით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს და ის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.