აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიას ყველაზე დიდი საჩუქარი უწოდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდესმე მიუღია.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა. იწუყება Politico
„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ახლახან ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ გრენლანდია ახლახან მივიღეთ, იცოდით ამის შესახებ?“ - განაცხადა ტრამპმა.
საუბრის ერთ-ერთმა მონაწილემ განმარტა, რომ პრეზიდენტი სამხედრო შეთანხმებას გულისხმობდა.
მანამდე ტრამპი არაერთხელ მოითხოვდა, რომ აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლი დაემყარებინა. კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური ტერიტორიაა და მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ტრამპი ამ მოთხოვნას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნიდა.