ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისრაელის არმიამ შეტევა მიიტანა "ტერორისტიების 100-ზე მეტ ობიექტზე", რომელიც ღაზას სექტორში მდებარეობს.
პრეს-სამსახური აკონკრეტებს, რომ შეტევა განხორცელდა რაკეტების გასაშვებ შახტებზე, იარაღის საწყობებზე და იარაღის გადასატან გვირაბებზე.
"შეტევა მიტანილ იქნა რამდენიმე შენობაზე, რომლებიც "ჰამასმა" სამეთაურო პუნქტებად აქცია", - აცხადებს ისრაელის არმიის პრესსამსახური.
ასევე განადგურებულია ისლამური ბანკის შენობა, რომელიც "ჰამაის" მიერ ღაზას სექტორის ხელში ჩაგდების შემდეგ შეიქმნა.
სამხედრო საჰაერო ძალების გარდა ოპერაციაში ისრაელის სამხედრო საზღვაო ფლოტი და არტილერიაც მონაწილებდა.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასულ ღამეს 20 რაკეტა იქნა გაშვებული.