შეიძლება კატეგორიულად მოვითხოვო ზუსტად იქ ვიყო, სადაც ეს ნაძირალა ახალაია ჰყავთ, _ განაცხადა თვადცავის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა აეროპორტში და აღნიშნა, რომ ორი მიზანი ჰქონდა ერთი_ საკაშვილის მოშორება და მეორე _ საქართველოში დაბრუნება.
,,ორი მიზანი მქონდა ცხოვრებაში ერთი _მიშა მოგვეშორებინა და სახლში ჩამოვსულიყავი. მიშას მოშორება ნაწილობრივ მიყვანილია ფინიშამდე. მიუხედავად იმისა, რომ სხვების მიერ გაკეთებულია პატარა წვლილი ხომ მაინც შევიტანე. სახლში დაბრუნებას ორი საათი მაშორებს. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, საქართველოში ხომ ვარ. შეიძლება კატეგორიულად მოვითხოვო ზუსტად იქ ვიყო, სადაც ეს ნაძირალა ახალაია ჰყავთ. ეს ისე, იუმორით. დანარჩენი ვნახოთ. ქვეყანაში უსამართლობა ხდება, მას შემდეგ, როცა სახელმწიფო მართლმსაჯულებას ვერ ასრულებს. როცა სახელმწიფო მართლმსაჯულებას ვერ შეასრულებს და არ ვარ გამონაკლისი ადამიანი რომელსაც ამას ამბობს, ქართველ ხალხს აქვს თავისი მაკრატელი მართლმსაჯულების საჭრელად და მათთან მიმართებაში თავისი მაკრატელით დაიწყებენ მუშაობას. სჯობს, სახელმწიფომ იმუშაოს, ვიდრე ხალხმა თავად გამოიჩინოს ინიციატივები. ახალ მთავრობას აქვს დრო საკმარისი იმისთვის, რომ მათ პასუხი მოსთხოვოს, რაც გააკეთეს. მე საქართველოდან უკვე ვეღარავინ გამიყვანს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და ინტერვიუს ფრაგმენტი ,,მეცხრე არხმა" გაავრცელა. ამასთან საქართველოში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცავება დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.