საქართველოში "ინტერ რაოს" სამუშაო ჯგუფის ვიზიტი გადაიდო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს, ვიზიტი რუსული მხარის თხოვნით გადაიდო და მომავლ კვირას შედგება.
"ინტერ რაოს" სამუშაო ჯგუფი საქართველოში დღეს უნდა ჩამოისულიყო. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის თემა იქნება ტარიფი, ასევე საუბარი შეეხება "თელასიდან" დათხოვნილ თანამშრომლებს. მინისტრის განმარტებით, კონტრაქტი, რომელსაც სემეკ-ი ტარიფის შეუცვლელობის საბაბად იშველიებს, "ინტერ რაოესთან" ახალი გაფორმებული არ არის.