აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტზე მიიწვიოს, თუ მისი მონაწილეობა დადებით შედეგს მოიტანს.
რუბიომ ამის შესახებ ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუბიოს ჰკითხეს, მიიწვევენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს 14-15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე მიწვეულია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს.
„მისმინეთ, ეს ლიდერების დონის შეხვედრაა და ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი [ზელენსკის] მონაწილეობა რაიმე დადებით შედეგს მოიტანს, თუმცა დღეს ამ საკითხზე განცხადება არ მაქვს“.