ისრაელის კომპანია Rafael Advanced Defense Systems მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდა, რათა ცახალისთვის ანტისარაკეტო სისტემის კომპლექსის მიწოდება დააჩქაროს. როგორც Defense News იუწყება, ახალი კომპლექსის მოდერნიზებული ვერსია, ისრაელის ტერიტორიას უკეთესად დაიცავს ღაზას სექტორის თავდასხმებისგან.
გამოცემის ინფორმაციით, პირველი მოდერნიზებული ვერსია უკვე გამოვიდა და ახლა მეორეზე მიმდინარეობს მუშაობა. Block 2 დაფარვის უფრო ფართო ზონას მოიცავს და გაცილებით ეგექტურია მიზნების გასანადგურებლად. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რაც შეიძლება სწრაფად ჩართოს კომპლექსი საბრძოლო მოქმედებებში.
სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ქარხანა ღამის ცვლაში მუშაობაზე ჯერ კიდევ 14 ნოემბერს გადავიდა. სწორედ ამ დღეს დაიწყო ცახალმა მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პალესტინელი მებრძოლების წინააღდეგ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დაცხრილეს. ამ დროისათვის, უკვე ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაჭრილია, ორივე მხრიდან.