"ჯი-ეიჩ-ენითვის" ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. "ქართული პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია (მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა) დღეს 16:00 სააათზე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს და ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აღნიშნულ სხდომას დაესწროს.
"იგი აცნობიერებს, რომ, დღევანდელი პროცესის შედეგის მიუხედავად უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები", - აცხადებენ პრესსამსახურში.
ირაკლი ოქრუაშვილს, 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.