ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც იგი ბიძასთან ერთად საზღვარს მოუახლოვდა.
"ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის მისამართით არაერთი პროცედურა მიმდინარეობს. მათ შორის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.