სომხეთში საერთაშორისო სემინარი "მზადყოფნა კრიზისთვის" გაიხსნა, რომელიც ორგანიზებულია ტორონტოს ცენტრის მსოფლიო ბანკისა და სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ.
სემინარში მონაწილეობენ 12 ქვეყნის ეროვნული და ცენტრალური ბანკების, ასევე საფინანსო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის: ჩეხეთის, საქართველოს, ლიტვის, რუსეთის, ბელორუსის, მოლდოვის, უკრაინის, თურქეთისა და ტაჯიკეთის.
სემინარს ატარებენ მსოფლიო ბანკის, ტორონტოს ცენტრის, ლონდონის კრიზისზების მართვის ანალიტიკური ცენტრისა და სხვა დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფების წარმომადგენლები.
სემინარის ფარგლებში გაიმართება მასტიმულირებელი თამაში, რომლის დროსაც მონაწილეებმა უნდა წარმოაჩინონ კრიზისული სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადყოფნის უნარები.
სემინარი 29 იანვარს დასრულდება.