სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი აგრძელებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თარიღზე შეთანხმებაზე მუშაობას.
ამის შესახებ ფიცომ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიცოს თქმით, სლოვაკური მხარე ეძებს „სხვა თარიღს [სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრისა და ზელენსკის შეხვედრისთვის], რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შედგეს.
„როცა ეს თარიღი გაირკვევა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა და დასძინა, რომ შეხვედრის ადგილიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ფიცომ ზელენსკისადმი ღია წერილო გაავრცელა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი მიიწვია შეხვედრაზე გაზის ტრანზიტის პრობლემების მოსაგვარებლად.
ფიცომ თქვა, რომ მას "არავითარი განზრახვა არ აქვს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის" და სურს მთლიანად ფოკუსირება მოახდინოს ტრანზიტის შეჩერების გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევის საპასუხოდ, ზელენსკიმ შესთავაზა მას თავად ჩასულიყო კიევში.