14 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.
ლარი დოლართან 1.56 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.3 თეთრით.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8448 ლარი ეღირება, ევრო – 2.9182 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4661 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8292 ლარი ღირდა, ევრო – 2.8852 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4287 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 იანვარს ამოქმედდება.