"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ 21 იანვარს იმსჯელებს, ხოლო რეზოლუციას კენჭს თებერვლის სესიაზე უყრის.
"ევროპარლამენტი სამშაბათს (21 იანვარს) განიხილავს საქართველოს საკითხს, თუმცა რეზოლუციის კენჭისყრა პირველად თებერვლის სესიაზე გაიმართება," - წერს იოზვიაკი.