აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ აშშ "მკაცრად გმობს" საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას, მათ შორის, იგი ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციონერებზე, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე.
"ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში აქცევს", - დაწერა მილერმა პლატფორმა X-ზე.