მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, - ამის შესახებ წერს ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
ლაშა გაბიტაშვილის წერილს სოციალურ ქსელში მისი ცოლი ავრცელებს.
"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში მოხდა.
მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია. კითხვებზე პასუხს მოგვიანებით შევძლებ, როცა საქმე დაიხურება" - წერს ლაშა გაბიტაშვილი.