13 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8292 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.18 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.19 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8852 ლარი გახდა.
ერთი გირვანქა სტერლინგთან კურსი 5.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.4287 ლარი გახდა.
ერთი ლირა 7.97 ლარი გახდა.