ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.