სახელგანთქმული ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი 78 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
2024 წლის აგვისტოში ლინჩმა განაცხადა, რომ ექიმებმა ემფიზემა (რესპირატორული დაავადება) დაუდგინეს, რის გამოც იძულებული გახდა, სახლიდან გასვლაზე უარი ეთქვა.
რეჟისორი 1946 წლის 20 იანვარს დაიბადა.
მისი პირველი ფილმი "საშლელთავა" (Eraserhead) 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ლინჩის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია სატელევიზიო მისტიკური დრამატული სერიალი "ტვინ პიქსი", კინოსურათები - "მალჰოლანდ დრაივი", "ადამიანი სპილო", "ლურჯი ხავერდი" და "დაკარგული გზა".
დევიდ ლინჩმა 2001 წელს კანის კინოფესტივალის პრემია ოქროს პალმის რტო მიიღო. 2006 წელს კი ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ოქოს ლომი.
სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო რეჟისორისთვის. 2019 წელს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას საპატიო ოსკარი გადაეცა.