ხვალ, 27 იანვარს, 14:00-იდან 16:00 საათამდე მაღალი ძაბვის საკვანძო გამანაწილებელ ქვესადგურ ~გლდანი 220-ში" საქართველოს ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების, მოსულიშვილისა და ხიზანიშვილის ქუჩების აცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება ასევე შეუწყდება გლდანის საპყრობილეს და რადიოქარხანას, რომელთაც დაგეგმილი გათიშვის შესახებ წინასწარ ეცნობათ.
~სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ~, - აცხადებენ ~თელასში~.