ერევანში სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მერვე სხდომა გაიმართა. სომხეთის პრემიერი-მინისტრ ტიგრან სარქისიანის განცხადებით, კომისია მოწოდებულია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტიმულირებით. მისი თქმით, დღის წესრიგის ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება.
"დღის წესრიგში შეტანილი იყო მრავალი საკითხი, რომლებიც ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებს ეხებოდა. ჩვენი მხრიდან სამუშაო ჯგუფებს მიეცათ შესაბამისი დავალებები, რათა ყველა შეეთანხმება აისახოს დღევანდელ ოქმში", _ განაცხადა სარქისიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ სხდომა საინტერესოდ წარიმართა. განიხილებოდა ბევრი საკითხი, რომლებიც ეხებოდა თითქმის ყველა სფეროს _ სოციალურს, ასევე ეკონომიკურს, ენერგეტიკისა და მაკროეკონომიკის.
"ვიმედოვნებ, რომ კომისიის შემდგომი სხდომა, რომელიც საქართველოში გაიმართება, ასეთივე ეფექტური იქნება. ეს ვიზიტი სომხეთში გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას", _ განაცხადა გილაურმა. იგი შეეხო ეფექტურ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. აღინიშნა, რომ ერევანის სხდომაზე მიღწეულია შეთანხმება 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის _ სომხეთი-საქართველოს მშენებლობაზე.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზის მშნენებლობა შეტანილია სომხეთის მთავრობის 2010 წლის პროგრამში. შესაბამისად, გამოყოფილი იქნება დაფინანსება მასშტაბური მშენებლობისთვის.
სომხეთ-თურქეთის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტის დარეგულირებას.
"მივესალმებით სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს. ეს მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებისთვის", _ განაცხადა გილაურმა.
კითხვაზე, აისახება თუ არა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა ტვრითების გადაზიდვის ტარიფებზე, გილაურმა უარყოფითი პასუხი გასცა.
საქართველოს პრემიერი ასევე შეეხო ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ ეს სასარგებლოა სომხეთისთვის და რუსეთმა ამ გზაზე ყველა შეზღუდვა უნდა მოხსნას.