დატყვევებული გემის "სენტ ჯეიმს პარკის" გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვენ, თუმცა თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ ბრიტანულ გემ "სენტ ჯეიმს პარკზე" საქართველოს მოქალაქე, გიორგი შუკაკიძეც იმყოფება, თუმცა ბათუმში მცხოვრები მეზღვაურის ოჯახის წევრებს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქართველი მეზღვაურის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ქიმიური ნივთიერებებით დატვირთულმა ტანკერმა განგაშის სიგნალი 28 დეკემბერს ადენის ყურედან გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი ხელში სომალელმა მეკობრეებმა ჩაიგდეს და ამ დროისთვის სომალის სანაპიროსთან იმყოფებიან.