აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ ახალ სანქციებს დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. იუწყებიან Bloomberg და CNN.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა დაამატა, რომ მალე ისაუბრებს პუტინთან და მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს მას.
ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, "თუ ვლადიმირ პუტინი თქვენთან მოლაპარაკებას არ დათანხმდება, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებთ?” უპასუხა, რომ "დიდი ალბათობით, ასე იქნება”
"პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობა სურს, მან ეს ძალიან მტკიცედ მითხრა, მას მშვიდობა უნდა, მაგრამ ამისთვის ორი ადამიანია საჭირო. ვნახავთ, რა მოხდება" - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მან ილაპარაკა უკრაინის ომზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.