უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რუსეთის ახალი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, უკრაინაში სულ მცირე 200 000 ევროპელი მშვიდობისმყოფელი უნდა განლაგდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, წერს Reuters
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა საიმედო გარანტიები, რომელთა შორის საკვანძო როლს სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება ასრულებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 200 000 სამშვიდობო არის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია რუსეთის განმეორებითი შეჭრის თავიდან ასაცილებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო უკრაინას აქვს ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი.
"ყველა ევროპელისგან? 200 ათასი არის მინიმალური. ეს არის მინიმალური, თორემ არაფერია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ეს მაჩვენებელი, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უდრის მთელი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობას 2020 წლისთვის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი ძალები იქნება მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რომელიც უკრაინას სჭირდება.