21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8515 ლარი ეღირება, ევრო – 2.9516 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4928 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8452 ლარი ღირდა, ევრო – 2.9360 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4694 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 იანვარს ამოქმედდება.