აბუ დაბიში დაპატიმრებული "ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს, წყარო არხს უყვება, რომ მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა - 80 000 დოლარი დაეკისრათ .
წყაროს ცნობით, მანამდე, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.
შეგახსენებთ, 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.