თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მანისის პროვინციის აქჰისარის რაიონში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, ავარია გებზეს, ორჰანგაზისა და იზმირის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, აქჰისარის გადასახდელ პუნქტთან მოხდა. შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ჯგუფები მივიდნენ.
მანისის პროვინციის ადმინისტრაციის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის გარემოებებს შესაბამისი უწყებები იძიებენ.