ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ 2025 წლის 6 მარტს გადადგება და მეთაურობას თავის მემკვიდრეს გადასცემს.
„ჩემი მეთაურობით არმიამ ვერ შეასრულა თავისი მისია ისრაელის მოქალაქეების დასაცავად, ჩემს პასუხისმგებლობას ამ საშინელ წარუმატებლობაზე ყოველთვის ვატარებ“, - განმარტა ჰელევიმ თავისი გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცისადმი მიწერილ წერილში, რომელიც ისრაელის მედია სამშაბათს, 21 იანვარს გაავრცელა. კაცმა მადლობა გადაუხადა ჰალევის. მე მისი მკვიდრის ვინაობა არ სახელდება.
57 წლის გენერალმა, რომელიც ისრაელის შტაბის უფროსია 2022 წლის დეკემბრიდან, თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს იმ დროს, როდესაც ისრაელელი სამხედროები მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ , მაგრამ აღიარა, რომ ისრაელის ყველა სამხედრო მიზანი მიღწეული არ იყო.
არმია გააგრძელებს ბრძოლას „ჰამასის“ დასამარცხებლად და „მძევლების დაბრუნების უზრუნველსაყოფად“,- დასძინა მან.
ჰალევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ IDF-ის სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმავ განაცხადა.
მისი სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა მოიცავდა ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის სამხრეთ ტერიტორიებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად ფინკელმანმაც დაასახელა პასუხისმგებლობა IDF-ის წარუმატებლობაზე „ჰამასის“ თავდასხმის წინ. მან დასძინა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს მან ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც თავს დაესხნენ ტერორისტები.