აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი ძირითადი მესიჯის გადაცემა შევძელი: საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ან უკან, რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.
„აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი მთავარი მესიჯის გადაცემა შევძელი: საქართველო რეალურად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ან უკან, რუსეთისკენ შეგვათრევენ, ან გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან საქართველოს გზა იყო.
ჩემი მთავარი გზავნილი ახალი ტრამპის ადმინისტრაციისთვის ისაა, რომ საქართველოს დღეს, ვიდრე ოდესმე, ამერიკელი მეგობრების ყურადღება სჭირდება.
ამერიკა, რომელსაც ტრამპი აღწერს როგორც ძლიერ და ეფექტიან ქვეყანას, სწორედ ის ამერიკაა, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სიტყვები არ გვჭირდება – საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში ქმედებაა აუცილებელი“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.