საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკავშილი არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში" დარწმუნებულია. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან მეუღლესთან ერთად საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
"მე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებული ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯებს მანამ, სანამ ის იქნება მოძრაობა და უძრაობად არ გადაიქცევა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ არჩევნებმა მეტი რწმენა უნდა გაუჩინოს ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს, რათა მეტი ფული ჩაიდოს საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას.